მხილება სასამართლო დარბაზში - რა კითხვები დაუსვა მზია ამაღლობელმა საგამოძიებოს უფროსს

31.03.25 19:42
მხილება სასამართლო დარბაზში - რა კითხვები დაუსვა მზია ამაღლობელმა საგამოძიებოს უფროსს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე გამოიკითხა.

  • ფერაძე ის პოლიციელია,  რომელმაც ირაკლი დგებუაძის მოადგილესთან ერთად 12 იანვარს მზია ამაღლობელი პირადად დააკავა .

მოწმე პოლიციელს კითხვები თავად მზია ამაღლობელმაც დაუსვა.

ჟურნალისტმა  აჭარის პოლიციის ჰკითხა, იყო თუ არა ის განყოფილებაში იმ დროს, როცა მას ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და უზღუდავდა საპირფარეშოს გამოყენებას, არ აწვდიდა წყალს.

  • პოლიციელმა ბერდია ფერაძემ ყველაფერი უარყო და თქვა, რომ არ დაუნახავს როგორ აფურთხებდა და აგინებდა დაკავებულ ქალს ირაკლი დგებუაძე.

მზია ამაღლობელი: ჩემი დაკავების შემდეგ, ე.წ. დაზარალებულს უშვებდით თუ არა ჩემს ოთახში, იქ, სადაც მე ვიყავი დაკავებული?

ბერდია ფერაძე: არ შემომიშვია ასე ვთქვათ თქვენს ოთახში. დაზარალებული დგებუაძე თქვენთან არ შემოსულა და არც მინახავს

მზია ამაღლობელი: შესაძლებელია ეს მომხდარიყო მაშინ, როცა თქვენ არ იყავით იმ ოთახში?

ბერდია ფერაძე: იმ ოთახში თუ არ ვიყავი, ვიყავი მოპირდაპირე ოთახში. შესაბამისად დავინახავდი, რომ შემოსულიყო.

მზია ამაღლობელი: თქვენ რამე ხმაური გესმოდათ იქიდან სადაც მე ვიყავი? ანუ როცა მაგინებდა, მაფურთხებდა...

ბერდია ფერაძე: არაფერი არ გამიგია, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა მზია ამაღლობელი: წყლის მოცემა რომ აუკრძალა... წყალიც გქონდათ და საპირფარეშოში გასვლის საშუალებაც. მზია ამაღლობელი: ტყუილია ეს ყველაფერი...

შეგახსენებთ,  მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

  • პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს  აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 

ფოტო: პუბლიკა

მსგავსი სიახლეები