"ქართული ოცნების" პარლამენტში პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შევიდა
"ქართული ოცნების" პარლამენტში პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შევიდა - ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თორნიკე ართქმელაძე ავრცელებს.
მისი თქმით, კანონპროექტი „სრული სიგიჟეა“.
ართქმელაძის განცხადებით, ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, რომ ნებისმიერ პარტიას აკრძალავენ.
“ამასობაში, პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შემოიტანეს. სამართლებრივად ამაზე ვერაფერს ვიტყვი, სრული სიგიჟე. ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავენ. რა თქმა უნდა, არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობა გაუწევს წინააღმდეგობას.
კომპლექტში მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც საარჩევნო პერიოდში პარტიებს 14 დღეში აკრძალავენ.
მაშ ასე, დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 34-ე წლის თავზე ვუბრუნდებით ერთპარტიულ მმართველობას, სადაც განსხვავებულად ფიქრიც კი დაუშვებელი ხდება”, - წერს ართქმელაძე.