რუსთაველი გადაიკეტა - პარლამენტთან პრეზიდენტ ზურაბიშვილს ელოდებიან

31.03.25 20:18
რუსთაველი გადაიკეტა - პარლამენტთან პრეზიდენტ ზურაბიშვილს ელოდებიან

დგება ხალხის გაზაფხული -  თბილისში,  რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. 

მარშის მონაწილეებს ცენტრალურ გამზირზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

 “დიდება გმირებს!” - ისმის რუსთაველის გამზირზე. 

ცნობილია, რომ 21:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს. 

აქციას დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიებიდან დაძრული მსვლელობები ეტაპობრივად უაერთდდებიან. 

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული ქალწულდებიან გათავისუფლებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ვიდექით. მე ორი პატარა ბავშვით მესამე ფეხმძიმედ. იგივე მოთხოვნები თუ მექმნებოდა და ახლა, რაც მაშინ ვერასდროს ს ვერ წარმოვიდგენდი ამას დამატებული ჩემი შვილის თავისუფლება. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა გათავისუფლება ჩემი შვილიც თავისუფალი იქნება. ჩემი შვილი პირობითი, ყველა პატიმარი ჩემი შვილია, - ამბობს აქციის მონაწილე.

საქართველოში - თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ქუთაისი, გორი, თელავი და ახალციხე აქციისთვის ემზადება.

თარიღი სიმბოლურია. 34 წლის წინ ამ დღეს საქართველომ 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციას უარი რეფერენდუმით უთხრა. ივანიშვილის რეჟიმის და მისი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. პარლამენტის შენობის წინ უკვე საპოლიციო მობილიზება. 

მსგავსი სიახლეები