ძალა სტუდენტების ერთობაშია - ახალგაზრდების მარში დაიწყო

31.03.25 20:44
ძალა სტუდენტების ერთობაშია - ახალგაზრდების მარში დაიწყო

დიდი პროტესტის დღე საქართველოში - ამ წუთებში სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიდიან მიდიან.

"არ შევშინდებით", "ვიბრძოლებთ" - ამ შინაარსის ტრანსპარანტები აქვთ მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი.

"თავისუფლება" - სკანდირებენ ევროპული მომავლის მცველი ახალგაზრდები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს მათ გათავისუფლებასა ადა ახალ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მოხარული ვარ, რომ სტუდენტი მქვია, თან ისეთი სტუდენტი, რომელიც ასეთ მარშებზე საქართველოს უდგას გვერდით. ზვიად ცეცხლაძეს ვიცნობ და წერილებს ვუგზავნი ხოლმე. ზვიად ძალიან მიყვარხარ და ძალიან მეამაყები. ბოლო ვიდექით აქ და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. ყველა სტუდენტს მივმართავ, რომ გამოვიდნენ", - ამბობს მსვლელობის მონაწილე.

თარიღი სიმბოლურია. 34 წლის წინ ამ დღეს საქართველომ 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციას უარი რეფერენდუმით უთხრა. ივანიშვილის რეჟიმის და მისი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. პარლამენტის შენობის წინ უკვე საპოლიციო მობილიზება. 

ცნობილია, რომ 21:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.