სალომე ზურაბიშვილს ხვალ ბრიტანეთის პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხვალ ბრიტანეთის პარლამენტში მოუსმენენ - ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პარლამენტმა გაავრცელა.
სხდომა თბილისის დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად ჩაერთვება.
საუბრის თემა რუსული დეზინფორმაცია და ის საფრთხეა, რომელსაც ის უქმნის დემოკრატიებს მთელს მსოფლიოში.
სესიაზე ისაუბრებენ რუსეთის ჩარევაზე 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
განახლება:
პირველ აპრილს დაგეგმილ აუდიენციაზე პრეზიდენტს კითხვა "რეაქციის" ავტორმა და წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ დაუსვა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, იქნება თუ არა საუბრის თემა "ქართული ოცნების" ლიდერების სანქციურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას კონკრეტული ადამიანების გვარები არასდროს გადაუცია ვინმესთვის.
რაც შეეხება მის, როლს საქართველოს ემხუე პრეზიდენტის თქმით, სანქციები რომ მუშაობს ეს "ოცნების" შეშფოთებაშიც კარგად ჩანს:
ჩემი როლია, ვაჩვენო, რომ მათი სანქციები, როგორც მათ მიერ იზოლირებული ხელისუფლება, არის ეფექტური. იმიტომ,რომ ჩვენ ვნახეთ, რომ წამოვიდა, იმის მერე, რაც ამერიკამ დაასანქცირა ივანიშვილი, წამოვიდა საკმაოდ სერიოზული ნიშნები ნერვიულობის იმ გარემოცვიდან, რომელიც არის უახლოესი გარემოცვა ივანიშვილის. რატომ? იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ივანიშვილს აქვს წილები ყველა დიდ ბიზნესში საქართველოში და მეორადი სანქციები ამერიკის რას ნიშნავს, ესეც ძალიან კარგად იციან ამ ადამიანებმა. იციან, რომ მათ შეეხება ავტომატურად.
პრეზიდენტი არ ასახელებს ადამიანებს, რომლებიც უნდა იყვნენ დასანქცირებულები. თვითონ ძალიან კარგად იციან, ზუსტად სურათი საქართველოსი, ვინ რას ფლობს და როგორ მართავს, იციან. ჩემი როლია, რომ ვაჩვენო, სად არის ეფექტური მათი სანქციების პოლიტიკაა, მათი იზოლაციის პოლიტიკა. როცა ვხედავთ, როგორ დარბიან ესენი, რომ ვიღაცამ ხელი ჩამოართვას და სურათი გადაიღოს, ვხედავთ ამასაც, რომ კი, იძახიან,
რომ „რა მნიშვნელობა აქვს“, მაგრამ ვხედავთ, რომ ძალიან ხვდებათ გულზე ეს ამბავი, -ამბობს ზურაბიშვილი.