თბილისში ზვიად გამსახურდიას სახელობის მარში მიმდინარეობს
დიდი პროტესტის დღე საქართველოში - რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავს.
ზვიად გამსახურდიას სახელობის მარშის მონაწილეები სკანდირებან "დიდება გმირებს", "დიდება საქართველოს".
31 მარტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
"იბრძოლე საქართველო", - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით არიან აქციის მსვლელობის მონაწილეები ადგილზე მისული, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მათ გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
პროტესტის თემა არის უცვლელი ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნა გატაცებული და მიტაცებული და სინდისი პატიმრების გათავისუფლება. ეს ხალხი არის უდანაშაულო და უნდა იყვნენ უპირობოთ გათავისუფლებულები", - ამბობს მსვლელობის მონაწილე.
თარიღი სიმბოლურია - 34 წლის წინ ამ დღეს საქართველომ 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციას უარი რეფერენდუმით უთხრა.