პროტესტის 124- ე დღე ბათუმში - საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

31.03.25 21:07
პროტესტის 124- ე დღე ბათუმში  - საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

უწყვეტი პროტესტის 124- ე დღე ბათუმში - ამ წუთებში ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები აქციას მართავს.  პარალელურად ადგილზე  სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანების მოთხოვნა უცვლელია, ისინი აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა ადა ახალ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

დემონსტრანტებს ადგილზე  ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.

"დგება ხალხის გაზაფხული" - უწყვეტი პროტესტის 124-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა.

პარლამენტის შენობასთან შკრებილებს მსვლელობით სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები უერთდდებიან.

 

მსგავსი სიახლეები