შსს-ს წერს, რომ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს - გომელაურის უწყება რეაგირებით იმუქრება

31.03.25 23:45
შსს-ს წერს, რომ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს - გომელაურის უწყება რეაგირებით იმუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეთა მხრიდან პიროტექნიკის გამოყენების შესახებ წერს და დემონსტრანტებს „შესაბამისი რეაგირებით“ ემუქრება.

უწყება ირწმუნება, რომ „აქციის მონაწილეებს სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში“.

მათი ცნობთ, "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით" ადგილზე შსს-ს წარომადგენლები არიან მობილიზებული.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, მათ შორის პარლამენტის შენობის მიმართულებითაც, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილე პირებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება",- წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები