პარლამენტთან ხმაური იყო - აქციის მონაწილეების თქმით, მათ გარკვეული ნივთები ესროლეს

01.04.25 00:05
პარლამენტთან ხმაური იყო - აქციის მონაწილეების თქმით, მათ გარკვეული ნივთები ესროლეს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტის შესასვლელთან -  პროევროპული აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოდან მათი მისამართით გარკვეული ნივთი ისროლეს. 

დემონსტრანტები პოლიციისგან რეაგირებას ითხოვდნენ. მას შემდეგ კი, რაც მათი თქმით, პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა, სიტუაცია დაუძაბა. 

"თქვენი დების ტოლ გოგოებს აგინეს, რაღაცებს გვესვრიან, მოახდინმეთ რეაგირება, მარტო უნდა გვცემოთ?!" - ამბობს აქციის ერთ ერთი მონაწილე. 

"რუსი მონობა, რომ ტეხავს ეს არ იცით", "სირცხვილია, რასაც აკეთებთ" - ამბობდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები.

"რუსებო" და "მონებო" - სკანდირებენ ისინი. 

დგება ხალხის გაზაფხული" - უწყვეტი პროტესტის 124-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა.   თბილისში, ბათუმში და სხვადასხვა ქალაქებში პროტესტის ხმა ისმის. თარიღი სიმბოლურია, 34 წლის წინ ამ დღეს საქართველომ 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციას უარი რეფერენდუმით უთხრა. ივანიშვილის რეჟიმის და მისი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის.  პარლამეტთან შეკრებილებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა.

მსგავსი სიახლეები