Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილმა $2.2 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

01.04.25 16:26
Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილმა $2.2 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

Forbes-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა 2,2 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. 

2024 წელს აღნიშნული ქონება 4.9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ქართველი ოლიგარქი რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. 

განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.

რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსს, ივანიშვილის ქონება 7.35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამ ჩამონათვალში ოლიგარქი 421-ე ადგილს იკავებს. 

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლების განმავლობაში Forbes-ის ინდექსში: