ისანი-სამგორის რაიონში გაზის მიწოდება 1000 აბონენტს შეუწყდება - ქუჩების და დაწესებულებების ჩამონათვალი

01.04.25 16:47
ისანი-სამგორის რაიონში  გაზის მიწოდება 1000 აბონენტს შეუწყდება - ქუჩების და დაწესებულებების ჩამონათვალი

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება ისანი-სამგორის რაიონში დროებით 1000 აბონენტს შეუწყდება - ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. 

ქსელის რეკონსტრუქციის გამო, 1 აპრილის 22:00 საათიდან 2 აპრილის 10:00 საათამდე მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • ნავთლუღის ქ. 5/7, 9, 15/1, ჩიხი 9
  • სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 3, 4
  • ქ. წამებულის (წმ. დედოფლის) გამზ. 61, 63, 63ა, 63ბ, 63ც, 65, 65ა
  • წერნაკის, უჯარმის, პატარძეულის, კაჭარავას, I, II, III დოლაბაურის ქუჩები
  • ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას ქუჩები
  • ნავთლუღის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი

ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის:

  • ქ. წამებულის გამზ. 69-ში მდებარე შპს ,,ველაჯიო”
  • ქ. წამებულის გამზ. 69-ში (ახლ. ეთერ კაკულიას ქუჩა) მდებარე სს ,,ევექსის კლინიკები”
  • ქ. წამებულის გამზ. 67დ-ში – შპს ,,თონე-2”, შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს კომპანია”
  • სს ,,სუში მანია”, სს ,,თიბისი ბანკი”
  • ი/მ ალექსანდრე რაზმაძის თონე, ი/მ დავით ნოზაძე და სხვა.

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 2 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათისთვის სრულად დასრულდება.

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

NS