აქციის მონაწილე: პოლიციელების მხრიდან იყო დამაკნინებელი, შეურაცხმყოფელი სიტყვები - აქცია ნაციონალებს გაუმართეთო

01.04.25 17:31
აქციის მონაწილე: პოლიციელების მხრიდან იყო დამაკნინებელი, შეურაცხმყოფელი სიტყვები - აქცია ნაციონალებს გაუმართეთო

 ფსიქოთერაპევტი გიორგი წოწკოლაური, რომელიც გუშინ, პროევროპული აქციის შემდეგ, პოლიციამ 2 "იდენტიფიცირების მიზეზით" განყოფილებაში გადაიყვანა, ამბობს, რომ გომელაურიწ უწყების თანამშრომლები მას ტელეფონის გახსნას და კონკრეტული ფოტოს ჩვენებას სთხოვდნენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მასთან ერთად პოიციის განყოფილებაში წაყვანილი კოლეგის, სანდრო ლიპარტელიანის მსგავსად აცხადებს, რომ პოლიციელები მასაც ეკითხებოდნენ, უხდიან თუ არა ფულს აქციებზე დგომის გამო. 

პირადობის მოწმობების წარდგენისა და ფოტოების გადაღების შემდგომ, როგორ შეიძლება, ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოახდინო? მე მათ ვუხსნიდი, რომ დილით, 09:00 საათიდან ლექციები მქონდა. ვუხსნიდი, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო...

გარეგანი დათვალიერრება მოხდა, ჩანთაშიც აინტერესებდათ რა მქონდა, გავხსენი და ზედაპირულად ნახეს შიგნით რა მეწყო. ვუთხარი კიდეც, ნივთებს არ შეხებოდნენ.  ჩანთაშივე ნახეს, რომ ნიღაბი იყო და ამოიღეს, დაათვალიერეს კიდეც. დაჯარიმება თუ უნდოდათ, ამის გაკეთება აქვე შეეძლოთ. 

უფრო მეტიც, ითხოვდნენ ტელეფონი, მენახებინა, რომ სანდროსთვის ფოტო მქონდა გადაღებული. 

იყო დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვები- იქ რომ დადიხართ ფულს იღებთ?! რამდენს იღებთ და ა.შ. მეუბნებოდნენ, ამ ნიღბით ნაცმოძრაობას გაუმართეთ აქციაო"- ამბობს რექტორი. 

წოწკოლაური და ლიპარტელიანი აქტიურად მონაწილეობენ პროევროპულ საპროტესტო აქციებში. ისინი ამბობენ, რომ გუშინ, აქციის დასრულების შემდეგ, მათ პოლიცია აედევნა, გააჩერა, პირადობა მოსთხოვა, რამდენიმე წუთში კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. 

საბოლოოდ აქციის მონაწილეები დააჯარიმეს.