გაშიშვლება და ფსიქოლოგიური ზეწოლა - რეჟიმის პოლიციას კიდევ ერთი აქტივისტი ამხელს

01.04.25 20:33
გაშიშვლება და ფსიქოლოგიური ზეწოლა - რეჟიმის პოლიციას კიდევ ერთი აქტივისტი ამხელს

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილება ღირსების შემლახავ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში ახალგაზრდა აქტივისტმა ამხილა. ლუკა კინწურაშვილი დაკავების შემდეგ პოლიციის შენობაში იძულებით გააშიშვლეს და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. ყველა პასუხისმგებელი პირი, ვინც კინწურაშვილი ჯერ უკანონოდ დააკავა და შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს "პირველების" კამერას ემალება.

ლუკა კინწურაშვილი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც, სადაც საბურთალოს პოლიციიდან გამოკითხვის შემდეგ შეასახლეს. აქტივისტი აქ მეორედ გააშიშვლეს და ჩხრეკა კიდევ ერთხელ ჩაუტარეს. ეს იზოლატორის შინაგანაწესის დარღვევა და ადამიანის უფლებების უხეში შელახვაა, თუმცა არც სახალხო დამცველის აპარატი და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ვინც პოლიციელების დანაშაულები უნდა გამოიძიოს, ამ საქმეზე არ რეაგირებს.

კინწურაშვილი საღამოს რვა საათზე ვაჟა-ფშაველას გამზირზე აიყვანეს. პოლიციელებმა ის ზედაპირული დათვალიერებისთვის გააჩერეს, შემდეგ კი ტელეფონის გახსნა და პირადი მიმოწერების წაკითხვა მოითხოვეს. აქტივისტი, რომელიც ანტისახელისუფლებო აქციებში ხშირად მონაწილეობს და უკანონო დაკავების მსხვერპლი აქამდეც გამხდარა, თავის დაცვის მიზნით, ადვოკატს ურეკავს და ვიდეოს გადაღებას ცდილობს, რასაც გამომძიებლები წყობიდან გამოჰყავს.

ვრცლდა ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები