დავა ნაკელის გამო - როგორ მოუგო “ოცნების” მაქებარმა ბიზნესმენმა დავა კაცს, რომელიც "ოცნების" პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა
ბიზნესმენს "ოცნების" კრიტიკა თითქმის 5 მილიონი ლარი დაუჯდა - რევაზ ვაშაკიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა და "ოცნების" ფავორიტი ბიზნესმენისთვის ზარალის ანაზღაურება დააკისრა.
რევაზ ვაშაკიძე, რომელიც ივანიშვილის გუნდს ახალგაზრდების წამების გამო ღიად აკრიტიკებს, დარწმუნებულია, რომ "ოცნება" მოსამართლეების ხელით მას ფულს სძალავს.
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიების თანმხად, ბიძინა ივანიშივლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა "ბიუ ბიუს" ქათმების ფერმის მფლობლს უჩივლა. პაპაშვილს ძროხების ფერმა აქვს და პირუტყვისთვის საკვებად ის ქათმის ნაკელს ყიდულობდა. ირკევა, რომ ლაშა პაპაშვილი საქონელს სკლინტით კვებავადა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია. აქ წარმოებული რძით კი არა ერთი ცნობილი ბრენდი მარაგდებოდა.
პაპაშვილი სასამართლოში დავობს, რომ ქართმები ფერმა უხარისხო ნაკელს აწვდიდა, რის გამოც საქონელი დაეხოცა.
პაპაშვილმა ერთი დავა ქათმების ფერმასთან რუსთავი სასამრთლოლში წააგო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა ქათმის ნაკელის საქმეზე თავიდან იჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლიანა კაჟაშვილმა კი გადაწყვეტლება ივანიშვილის მეგობარი ბიზნესმენის სასარგებლოდ გამოიტანა.
ეს მოსამართლე უვადოდ 2024 წელს დანიშნეს, მისი მეუღლე ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სასამართლო სისტემაშია კაჟაშვილის დაც. "რადიო თავისუფლებას" ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ მოსამართლეთა ოჯახი სასამართლო კლანთან დაახლოებულია - კლანი კი "ოცნების" საქმეებს, მათ შორის ბიზნეს დავებს ალაგებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.