მეტალურგიული ქარხნის მუშების პროტესტი - ირაკლი რუხაძეს შრომითი უფლებების დარღვევაში ამხელენ

01.04.25 20:43
მეტალურგიული ქარხნის მუშების პროტესტი - ირაკლი რუხაძეს შრომითი უფლებების დარღვევაში ამხელენ

ოლიგარქი ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორსა და "იმედის" მფლობელ, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულ კომპანიას გაფიცული მუშები შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადსადნობი და სორტული საამქროების უკვე მე-11 დღეა გაჩერებულია. მიზეზი მიზერული ანაზღაურება და საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოა.

რუსთავის ფოლადი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ იმ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ სანქცირებული ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის საკუთრებას წარმოადგენს. ქარხნის ამჟამინდელი დირექტორი იგორ კორიტკოა, რომელიც მანამდე რუსეთის მეტალურგიული კომპანიის დირექტორი იყო. თუმცა, გაფიცულების პროტესტს კორიტკო ამ დრომდე არ იმჩნევს.

ახლა ნაცვლად იმისა, რომ რუხაძესთან დაკავშირებული კომპანია მშრომელების მოთხოვნებს ასრულებდეს, ისინი შანტაჟსა და მუქარაზე გადავიდნენ. პროტესტის დაწყების გამო 30 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეტიც, მათ წინააღმდეგ სამართლებლივ დავას იწყებენ რომ, თითქოს და გაფიცვის გამო კომპანიამ 400 ათასი ლარის ზარალი ნახა.

არადა, დასაქმებულებმა კომპანიას 21 დღიანი მედიაციის ვადა მისცეს, წინასწარაც გააფრთხილეს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,გაფიცვას დაიწყებდნენ, თუმცა დამსაქმებელმა მშრომელების მოთხოვნები უყურადღებოდ დატოვა და ათობით ადამიანი იძულებული გახდა, რომ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართა და გაფიცვა დაეწყო.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები