ოლიგარქის ქონება ისტორიულ მინიმუმზეა - ივანიშვილმა ერთ წელიწადში 2 მლრდ-ზე მეტი დაკარგა

01.04.25 20:08
ოლიგარქის ქონება ისტორიულ მინიმუმზეა - ივანიშვილმა ერთ წელიწადში 2 მლრდ-ზე მეტი დაკარგა

ბიძინა ივანიშვილის ქონება ისტორიულ მინიმუმზეა. "ფორბსის" განახლებული მონაცამებით, რომელიც რეალურ დროში ითვლის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონებას, ოლიგარქის ქონება თითქმის განახევრებულია. მილიარდერების განახლებულ ინდექსში ჩანს, რომ ახლა ივანიშვილის ქონება 2 მლრდ 700 მილიონი დოლარია. თუ შევხედავთ მონაცემებს, 2016 წლიდან მოყოლებული ივანიშვილის აქტივები 4 მილიარდ ნახევარს არასდროს ჩამოსცდენია. ბოლო, 2024 წლის მონაცემებით, ივანიშვილს 4 მილიარდ 900 მლნ დოლარი ჰქონდა. გამოდის, რომ მან 2 მილიარდ 200 მლნ დოლარი დაკარგა.

ივანიშვილი რეიტიგგში 1299-ე ადგილს იკავებს და ასეა მოხსენიებული -„ ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი“, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ Forbes-მა აქტივების შეფასებისას ივანიშვილის მეუღლისა თუ შვილების კუთვნილი აქტივებიც გაითვალისწინა. ცვლილება ძალიან მკაფიოდ ჩანს, მაგრამ "ფორბს" არ აქვს განმარტებული, რამ გამოიწვია ივანიშვილის ქონების ასეთი მკვეთრი შემცირება.

ეკონომისტები ხსნიან, როგორ მუშაობს ეს სისტემა. "გადიქტატორების საბაზრო ფასი" - ასე მოიხსენიებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდიან დანაკარგს. რას შეიძლება ემოქმედა და გამოეწვია მკვეთრი ვარდნა? ეკონომისტების განმარტებით, ახლა, როცა ბიძინა ივანიშვილი სანქციების ქვეშაა, ის ბაზარზე სანდო მოკავშირე აღარ არის, აღარც მისი ქონება და აქტივები ითვლება მყარად, ინვესტორებში გაჩენილი მოლოდინები კი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გავლენას ახდენს მისი ქონების ფასზე.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები