დაზარალებული ელისაშვილი გასამართლების მოლოდინშია - რას ედავება რეჟიმი ოპოზიციონერს

01.04.25 20:49
დაზარალებული ელისაშვილი გასამართლების მოლოდინშია - რას ედავება რეჟიმი ოპოზიციონერს

ალეკო ელისაშვილს 3 წლით პატიმრობა "ქართული ოცნების" უცნობ წევრზე პოლიტიკურ მოტივით თავდასხმის გამო ემუქრება. ოპოზიციის ლიდერი ახლა გირაოთია თავისუფალი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ კაცს, რომელიც ალეკო ელისაშვილს ჯოხით მისდევდა, იქით დაესხა თავს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი. 

ელისაშვილს ბაბაევის გალანძღვის გამო ციხეში უშვებენ, ელისაშვილზე თავდასხმის საქმე კი პროკურატურას თაროზე აქვს შემოდებული. 17 აპრილს ოპოზიციის ლიდერი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის დროს გაიტაცეს, სასტიკად სცემეს და დააკავეს. ვიდეომასალის გაშიფვრის შემდეგ დადგინდა მოძალადეების ვინაობა, ყველა პოსტზე რჩება და მხილებული პირებისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერებიათ. 

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბაბაევმა რკინის კონსტრუქციის გამოყენებით ალეკო ელისაშვილის მკვლელობა სცადა. იურისტებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით გომელაურის პოლიციასაც მიმართეს, თუმცა  უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. რეაგირების გარეშე დატოვა ფაქტი მოსამართლე ჯინჯოლიამაც და დოკუმენტები ელისაშვილის საქმეს არ დაურთო.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები