პროკურატურამ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა
პროკურატურამ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე მიმართა და პროცესი საქალაქოში ხვალ, 13 საათისთვის ჩაინიშნა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
კუპრაძის ინფორმაციით, საქმის მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იქნება.
“ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს!“,- წერს კუპრაძე.
ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
13:00 საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: არსენ კალატოზიშვილი" -წერს ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ “წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს.