"უკან არ დავიხევთ!" - დედაქალაქში ისევ საპროტესტო მსვლელობაა
პროტესტის 125 დღე ქვეყანაში - აქციის მონაწილეების ნაწილი, ტრადიციულად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბა, რის შემდეგად მსვლელობით დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ დაიძრა.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიპატიმრები.
"ხალხის ძალის გეშინოდეთ!" " უსამართლო სასამართლო!" "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!" - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.
ევროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ ბოლომდე იბრძოლებენ და არ დაიღლებიან.
დღეს ჯერ კიდევ სჯერა რეჟიმს, რომ გაიტანენ, რომ მაინც გაგვაჩუმებენ, მაგრამ ეს რეალობა არ არის. რეალობა არის ის, რომ გადალახულია უკვე ყველა ზღვარი. ჩვენ გამჩუმებლები არ ვართ, უკან დამხევები არ ვართ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენს უკან, ერთი ნაბიჯიც რომ გადავდგათ, ჩვენი ქვეყანა დგას.
ვაპროტესტებთ არსებულ რეჟიმს, ვაპროტესტებთ იმას, რომ სახელმწიფო არ აღიქვამს მის საკუთარ მოქალაქეს, ჩვენი მოქალაქეების ნებას უგულებელყოფს, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მოქალაქე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" სურს, საზოგადოება ცხვრის ფარად გადააქციოს, რომელსაც კრიტიკული აზრი არ ექნება.
უნდათ, ცხვირს ფარად გადავიქცევით, არ გვქონდეთ კრიტიკული აზროვნებაც კი, არათუ გამოხატვა. აჩვენა, რომ ეს ყველაფერი არ არის დათრგუნული და ხალხის ძალიან დიდი ნაწილი თუ 90% არა, თავის თავში იტევს ამ ამბოხს ამ ძალადობის წინააღმდეგ, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.