კაცმა ღრმაღელის მეტროსთან ძაღლს ესროლა, თუმცა პატრულმა გაუშვა, რადგან თქვეს, რომ თანამშრომელია-მოქალაქე

მოქალაქე, სალი გაგოშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ღრმაღელის მეტროსთან ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან იმის გამო ესროლეს, რომ ცხოველმა ბავშვს დაუყეფა.
მისივე ინფორმაციით, მსროლელი პატრულმა გაუშვა, რადგან "თანამშრომელი" აღმოჩნდა.
ამ წუთებში , თბილისში, ღრმაღელის მეტროსთან , ერთმა ნაბი*ვარმა, იარაღი ამოიღო შუა ქუჩაში და ესროლა ძაღლს, მიზეზით რომ ბავშვს დაუყეფა, თვითმხილველები ამბობენ რომ არანაირი აგრესია არ ყოფილა ძაღლისგან ყეფის გარდა, ისიც ზოგიერთი ამბობს რომ არც გაუგონია, მე პირადად ქუჩის მეორე მხარეს ვიდექი და არც მე გამიგონია, ამას კამერები დაადასტურებენ…. ეს ნაგავი, პატრულის მანქანიდან გაუშვეს, როგორც თქვეს, თანამშრომელია… ", - წერს მოქალაქე და ვიდეოკადრებს ავრცელებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გურამიშვილზე პოლიციელმა ძაღლს იარაღიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ესროლა.