დაპირისპირება დიდუბეში - აგლაძის ქუჩაზე სროლა იყო

02.04.25 10:00
დაპირისპირება დიდუბეში - აგლაძის ქუჩაზე სროლა იყო

სროლა თბილისის ცენტრში - გვიან ღამით, დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე ჩხუბისა და სროლის ხმა გაიგეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, ადგილზე 10-ზე მეტი ახალგაზრდა იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორც დაპირისპირების მიზეზი, ასევე დაიჭრა თუ არა ვინმე ინცინდენტის შესახებ. 

"პირველები" თვითმხილველებს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ ეგდო ერთი ბიჭი ძირს, რომელსაც რამდენიმე ადამიანი გამეტებით ურტყამდა. 

მე გადავიღე ამ დაპირისპირების დროს ორი ვიდეო: ერთში მაღაზიიდან გამოსული ხალხის ჩხუბი ჩანს, მეორე უკვე გასროლის დროს. შუაღამე იქნებოდა, ჩხუბის და გინების ხმაზე გამოვედით და დავინახეთ, რომ ერთი ადამიანი ეგდო ძირს და ბევრი ურტყამდა. მერე მთელი სამეზობლო ქვევით ჩამოვიდა. ქალები, კაცები აშველებდნენ. მალე მოვიდა პოლიცია"- აღნიშნავს თვითმხილველი.  

კიდევ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მინიმუმ 5 გასროლის ხმა გაიგეს:  

რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ყვირილი, გინება, ჩხუბი. მერე ერთმა პირმა ჰაერში გაისროლა ალბათ 5 ჯერ, მაგრამ როცა პოლიცია მოვიდა ის უკვე გაქცეული იყო და როგორც ვიცი, ვერ დაიჭირეს. სიბნელე იყო, ბევრი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში, მაგრამ ჩანდა, რომ ერთმანეთს უმოწქყალოდ ურტყამდნენ"- აღნიშნავს თვითმხილველი.