აგროჰაბი არ აკონკრეტებს, შედის თუ არა მათ ქსელში სკანდალში გახვეული ფერმიდან რძე
სკინტილის სკანდალი-აგროჰაბი არ აკონკრეტებს, შედის თუ არა მათ ქსელში “ყვარლის ბაგადან“ რძე.
ჰიპერმარკეტი “რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელშიც აცხადებს, რომ აგროჰაბში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება და სრულიად უსაფრთხო და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ კომპანია აგროჰაბში ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან გადის რამდენიმესაფეხურიან დამატებით შემოწმებას ჩვენსავე ლაბორატორიაში.
კონკრეტულად რძე, რომელსაც ვიღებთ რამდენიმე კომპანიისგან, გადის შემოწმების ფაზებს, ცისტერნაშივე მოწმდება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, შემდეგ გადმოტანილი რძე გადის შემოწმებას სიმჟავესა და PH ბალანსზე, თერმომდგრადობაზე, სომატურ უჯრედებზე, ანტიბიოტიკებზე, მიკრობთა საერთო რაოდენობაზე.
იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლის მხრიდან მიღებულმა რძემ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული შემოწმების კრიტერიუმები და ასეთი პროდუქტი უკან იქნა გაბრუნებული. სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აგროჰაბში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება და სრულიად უსაფრთხო და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სწორედ ამიტომ გვენდობა მომხმარებელი გახსნის დღიდან და ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი და უცვლელი ღირებულება",- ნათქვამია განცხადებაში.
“რადიო თავისუფლება“ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რომელიც თანახმადაც, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა “ყვარლის ბაგა“ ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და რძის ლაბორატორიას.
გამოძიებაში საუბარია, თუ როგორ მოუგო ლაშა პაპაშვილის ყვარლის ბაგამ რევაზ ვაშაკიძის “ჩირინას” 4,7 მლნ ლარი.