სტრასბურგმა ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო და საქმის განხილვა დაიწყო
სტარსბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი მიიღო და საქმის განხილვა დაიწყო - ამის შესახებ “მართმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ და პოლიტიკური პატიმრის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ისაუბრეს.
უფლებადაცმევლების თქმით, ჭიჭინაძის საქმე უკვე რეგისტრაციაში გატარდა და კონკრეტული ნომერი მიენიჭა.
“ჩვენ გვაქვს იმის ძალაც და შესაძლებლობაც და მათ შორის სამართლებრივი ბერკეტი, რომ გამოვიყენოთ საერთაშორისო სასამართლოს სამართლიანი პროცედურები.“- თქვა ბესელიამ
ამ სასამართლოსთვის, რომელიც იხილავს პოლიტიკური მძევლების და უდანაშაულო ადამიანების, საქართველოს ევროპული მომავლის მცველების საქმეს, ეს მძიმე პოლიტიკური საქმეა და იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ეროვნული სასამართლო ვერ ასხივებს, ვერ გვაჩვენებს ვერავითარ მინიმალურ სტანდარტს სამართლიანობის, ამ დროს გვაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია, საიმედო ინფორმაცია, ჩვენი მძევლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტრასბურგის სამარათლოდან, სადაც ჩვენ გავაგზავნეთ სულ ცოტა ხნის წინ ანდრო ჭიჭინაძის საქმე, გავასაჩივრეთ მისი პატიმრობის საკითხი და მოვითხოვეთ რამდენიმე მუხლით, რომელიც არის ევროპული კონვენციით დაცული ძირითადი უფლებების დარღვევის დადასტურება, ეს ეხება როგორც მისი თავისუფლების უკანანონოდ შეზღუდვას, ასევე საქმის სამართლიან განხილვას, პოლიტიკურ დევნას, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას და ჩვენ მივიღეთ ძალიან მოკლე დროში დადასტურება, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საჩივარი მიიღო უკვე, რეგისტრაციაში გატარდა, მას მიენიჭა კონკრეტული ნომერი და ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივრის შესვლიდან სამ დღეში დაახლოებით იყო ეს პირველი ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით ამ პროცესს, იმიტომ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი სტრანდარტი.
გვაქვს იმედი და გვაქვს მოლოდინი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქართული სასამართლო და ჯერჯერობით ყველა ის მოსამართლე, ვინც ამ პოლიტიკურ საქმეებს იხილავს, ვერ აჩვენებენ, რომ მართლმსაჯულებას ემსახურებიან და არა პოლიტიკურ დევნას, ამიტომ ამ მოსამართლემაც, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყებს დღეს ანდრო ჭიჭინაძის და სხვა უდამნაშაულო პატიმრების საქმის განხილვას, უნდა იცოდეს, რომ სამართალი აქ არ მთავრდება, და რომ ჩვენ გვაქვს იმის ძალაც, იმის შესაძლებლობაც და მათ შორის სამართლებრივი ბერკეტი, რომ გამოვიყენოთ საერთაშორისო სასამართლოს სამართლიანი პროცედურები.
ამაზე მეტს ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ეს თავისთავად არის იმედის მომცემი, პირველი ნათელი სხივი ამ ძალიან რთულ პროცესში და ამ ძალიან რთულ განსაცდელში, რომელიც უდგას პირველ რიგში მართლმსაჯულებას" - განაცხადა ბესელიამ.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ ანდრო ჭიჭინაძის საქის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით საუბრობს პოლიტიკური პატიმრის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 4 დღე დასჭირდა, რომ საჩივარი მიეღო და დაეწყო მისი განხილვა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ იცის ანდრომ და პროცესზე გაიგებს და რაც არის მნიშვნელოვანი, დაახლოებით, ერთი კვირა სჭირდება თბილისის სასამართლოს, რომ რაიმე სახის საჩივარი მიიღოს. ამის საპირწონედ კი, მხოლოდ 4 დღე სჭირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრის მისაღებად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უკვე ხედავს პოტენციურ დარღვევებს ამ საქმეში. უკვე დღეიდან, არამხოლოდ ჩვენ, შიდა დონეზე, არამედ სტრასბურგის სასამართლოც დააკვირდება პროცესებს, - განაცხადა მიგინეიშვილმა
დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ასევე, გადასინჯვის დროს პატიმრობის ძალაში დატოვების კანონიერებაზე დავობს.