რატომ არ მივიდა ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე,დაკითხვაზე იტყვის - ადვოკატი
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ელოდება ირაკლი ოქრუაშვილიც. თავდაცვის ექს-მინისტრმა წულუკიანის კომისია არ აღიარა და არალეგიტიმურ პარალმენტში მისვლაზე უარი განაცხადა.
ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არმისვლაზე თავისი მოტივაცია აქვს, რომელსაც დაკითხვაზე იტყვის.
პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ დაიბარა, ოქრუაშვილმა უარი განაცხადა იქ მისვლაზე, რადგან თავისი მოტივაცია აქვს, რომელსაც დაკითხვაზე იტყვის. შესაბამისად, მისი არმისვლის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას გადასცეს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ოქრუაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზეც უარი განაცხადა და მზაობა გამოთქვა, ჩვენება მისცეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე,“- განაცხადა ჭაბაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა, მის წინააღმდეგ თეა წულუკიანმა პროკურატურას მიმართა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკოსის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულია, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას გადაეცა, ის კი პროკურატურის ნაცვლად მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.