ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, თავი საბავშვო ბაღში მეგონა-ოქრუაშვილი
ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, არანაირი კომისია არ არსებობს საპარლამენტო, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი, - ამის შესახებ თავდაცვის ექს-მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომელიც საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
ოქრუაშვილი გამოკითხვაზე მას შემდეგ მივიდა, რაც წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადდა.
როგორც ის ამბობს, რომ “ე.წ. კომისიაში მონაწილეობის ვალდებულება არ ჰქონია, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილება არ ჩაბარებია“.
თავი საბავშვო ბაღში მეგონა, რას სიტყვებით მოვიხსენიე მაგალითად მიხეილ ქარელი სოციალურ ქსელში, მეკუთვნის თუ არა კონკრეტული გვერდი სოციალურ ქსელში კონკრეტულად მე. რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით და ანალოგიური არასერიოზული კითხვები. არანაირი ვალდებულება ე.წ. კომისიაში მონაწილეობის არ მქონია, რადგან არ ჩამბარებია შესაბამისი წესით, კომისიის გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე, გადაწყვეტილება და არა წერილი. წულუკიანის წერილი კი გადაწყვეტილებას არ ნიშნავს, - განაცხადა ოქრუაშვილმა.