2024 წელს რესტორნებსა და საჩუქრებში კი 30 მილიონი დაიხარჯა - IDFI

02.04.25 18:47
2024 წელს რესტორნებსა და საჩუქრებში კი 30 მილიონი დაიხარჯა -  IDFI

2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წელთან შედარებით 19%-ით (409 მილიონი ლარით) გაიზარდა - ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

IDFI- ის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება (შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების ხარჯი 90.7 მილიონი ლარიდან, 592.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა).

ირკვევა, რომ 2024 წელს ავტომობილების და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა შენახვის ხარჯებმა 178  მილიონი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

რაც შეეხება წარმომადგენლობით ღონისძიებებს -  კვლევის თანახ,ად, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (სარესტორნო მომსახურება, საჩუქრები და ა.შ.) 30.8 მილიონი ლარი დაიხარჯა

2024 წელს სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში (მუნიციპალიტეტების გარდა) დასაქმებული იყო 189.5 ათასი პირი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო 10 წლის მანძილზე სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით გაორმაგდა  და 73.6 ათასი ადამიანი შეადგინა. ბოლო ერთ წელში ზრდა 25%-ია"- წერს ორგანიზაცია. 

მსგავსი სიახლეები