სტუდენტებმა რუსთავის გზატკეცილი გადაკეტეს
პერფორმანსი რუსთავის გზატკეცილზე - სტუდენტებმა სიმბოლურად საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით - "ანწუხელიძე უკვდავია!".
"დროა, ვიმოქმედოთ! აღარ არის ლოდინის და შიშის დრო – სპონტანური და თამამი მოქმედებების დროა!" - სკანდირებდნენ სტუდენტები, რომლებიც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ფოტო IPN