ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ძაღლს ესროლა?

02.04.25 20:52
ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ძაღლს ესროლა?

გენერალური ინსპექცია ამ დრომდე არ ამბობს, ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ძაღლს ესროლა.   გამოძიება დაწყებულია, მაგრამ  გამოკითხეს თუ არა კაცი, უცნობია. საზარელი ფაქტი გურამიშვილზე მოხდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ძაღლს ცეცხლი ათობით თვითმხილველის  თვალწინ გაუხსნა.

ადგილზე ამბობენ, რომ ძაღლმა კაცის შვილს დაუყეფა, რის გამოც მას პოლიციელმა ერთი ტყვია ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტის შემდეგ კაცი გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ამის საშუალება ხალხმა  არ მისცა და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციელმა ძაღლს ესროლა - დეტალები მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები