სკლინტიანი რძის სკანდალი - რამდენად უსაფრთხოა რძე, რომელიც დახლებზე გვხვდება?
რამდენად უსაფრთხოა რძე, რომელიც დღეს სუპერმარკეტების დახლებზე გვხვდება? "რადიო თავისუფლების" გამოძიებით დადგინდა, რომ ქართულ "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის ლაშა პაპაშვილის "ყვარლის ბაგა“ საქონელს ქათმის ექსკრემენტებით კვებავდა, რის გამოც რძეში შეუსაბამობები აღმოჩნდა, ანტიბიოტიკები პირველად რძეში 2018 წელს კომპანია "სანტემ" აღმოაჩინა, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია დღეს აცხადებს, რძის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას საკუთარ ლაბორატორიაში ადგენს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რძეს წარმოებაში არ იღებს.
"ყვარლის ბაგა“ სკლინტით გამოკვებილი ძროხების რძეს "სანტეს", "სოფლის ნობათს", "აგროჰაბს" და "რძის ლაბორატორიას" აწვდიდა, რის გამოც განმარტებების გაკეთება მოუწია "აგრო ჰაბს" და "სოფლის ნობათსაც", რომელიც ამტკიცებს, რომ მათ მიერ მიღებული რძე ხარისხის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.