სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები: ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პროტესტის რადიკალურ ფორმებს

02.04.25 22:02
სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები: ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პროტესტის რადიკალურ ფორმებს

"ლეგიტიმური და სამართლიანი მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს" - ამის შესახებ რეჟიმის ტყვეების მშობლებმა რუსთაველის გამზირზე განაცხადეს. 

მათივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" ახალგაზრდებს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებს და არ დანიშვნას ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას და საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვას დაიწყებენ. 

საქართველოს არალეგიტიმურ და თვითმარქვია ხელისუფლებას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღოთ ქვეყნისთვის, მისი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი, სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეობიდან ყველა სინდისის პატიმარი, ასევე დანიშნოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები...

იმ შემთხვევაში, თუ არალეგიტიმური ხელისუფლება არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მას. ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები...

ჩვენ, ლეგიტიმური და სამართლიანი მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვას, კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის, დასანქცირებული და ასევე კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის, მინისტრებისთვის და სხვა ჩინოვნიკებისთვის ყველგან და ყოველთვის დისკომფორტის შექმნას", - განაცხადეს მშობლებმა.

მსგავსი სიახლეები