რეჟიმმა გამოაცხადა, რომ სასამართლოების ხელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ადამიანების დაჭერას აპირებს - ბექა კობახიძე

02.04.25 22:26
რეჟიმმა გამოაცხადა, რომ სასამართლოების ხელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ადამიანების დაჭერას აპირებს - ბექა კობახიძე

"რეჟიმმა გამოაცხადა, რომ სასამართლოების ხელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ადამიანების დაჭერას აპირებს" - ამის შესახებ ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პოტენციურ და რეალურ საფრთხეს, პოლიტიკური ოპონენტების შესაძლო გასამართლების შესახებ, საზოგადოება წინ აღუდგება და იმ მოსამართლეებსაც კი, რომლებიც პოლიტიკური სარჩულით გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნის. 

ამ რეჟიმმა გამოაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აპირებს, ხოლო სასამართლოების ხელით ადამიანების დაჭერას აპირებს. პოლიტიკური პატიმრები ამ ქვეყანას ჰყოლია და ახლაც ჰყავს, მაგრამ ის, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს სისტემურად უნდა მიადგნენ... პოტენციურ და რეალურ საფრთხეს ქმნიან, რომ შეიძლება ყველა დაგიჭიროთო. ყველა მოსამართლეს, ვინც ამ ამბავში არის გარეული, ბოლომდე შევეხებით ჩვენც. ალაზნის ხოხბებს გაეკიდება, იმაზე შორს ვერ წავა." - განაცხადა ბექა კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები