მედია: ვაზისუბანში ორი პირი დაჭრეს
ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე დანით ორი პირი დაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტს წინ ოთხ პირს შორის დაპირისპირება უძღოდა.