რეჟიმი სასამართლოს შენობაში უკიდურესად დამთრგუნველ, საშინელ სანახაობებს მართავს - თავაძე

03.04.25 00:09
რეჟიმი სასამართლოს შენობაში უკიდურესად დამთრგუნველ, საშინელ სანახაობებს მართავს - თავაძე

რეჟიმი სასამართლოს შენობაში უკიდურესად დამთრგუნველ, საშინელ სანახაობებს მართავს - ამის შესახებ რეჟისორმა დათა თავაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

დათა თავაძის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სინდისის პატიმრების წინააღმდეგ გამართული პროცესები "სადისტური სანახაობაა". 

უმნიშვნელოვანესია ეს ერთობა სინდისის პატიმრების მშობლების. ისინი ისედაც იყვნენ გაერთიანებულები ამ ბრძოლაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში ვიყავით და პროცესებს ვაკვირდებოდით, სადაც გვიშვებდნენ. უკიდურესად დამთრგუნველ, საშინელ სანახაობებს ვაკვირდებოდით, რომელსაც რეჟიმი სასამართლოს შენობაში მართავს. ტოტალურ უსამართლობას ვუყურებდით. რაც იქ ხორციელდება, ეს სადისტური სანახაობაა. ჩემთვის ბოლო ერთი თვე თავისი სიმძაფრით არაფრით ჩამოუვარდება დეკემბრის დღეებს". - განაცხადა დათა თავაძემ. 

მსგავსი სიახლეები