სისხლიანი ანგარიშსწორება ვაზისუბანში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
"პირველებისთვის" ვაზისუბანში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, შანდორ პეტეფის ქუჩაზე დაჭრილები სავარაუდოდ, 18-19 წლის ახალგაზრდები არიან.
არსებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა გულის არეშია დაჭრილი, მეორეს მრავლობითი ჭრილობები კისრის, სახის და გულმკერდის არეში დანით მიაყენეს. როგორც " პირველებმა" გაარკვია, მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა - დაჭრილი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელებს არ იცნობს.
როგორც თვითმხილველები "ტვ პირველს" უყვებიან, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც მალევე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა და საბოლოოდ, ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა.
ირკვევა, რომ ერთ-ერთმა დაჭრილმა დახმარება შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე აფთიაქში ითხოვა - მას პირველადი დახმარება სწორედ PSP-ის ფარმაცევტებმა გაუწიეს.
თვითმხილველთა თქმით, 2 პირის დაჭრის შემდეგ, თავდამსახმელები იქვე მდგარ ავტომობილში ჩასხდნენ და გაქცევა მოახერხეს.
რაც შეეხება პოლიციას, ადგილობრივების მტკიცევბით, მიუხედავად იმისა, რომ დაჭრა პოლიციის შენიბის სიახლოვეს მოხდა, სამართალდამცავები ადგილზე მინიმუმ15 წუთის დაგვიანებით გამოჩნდნენ.
ადგილობრივები პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული, არადა მათი თქმით, დაინახეს, რა მარკის ავტომობილში ჩასხდნენ სავარაუდო დამნაშავეები.
ჩხუბი იყო, გვეძინა, როცა ყვირილის ხმა გავიგეთ. დავინახე, ერთი ბიჭი, რომელიც დანით იყო და ძირს დაგდებულს ურტყამდა. დაჭრილი დახამარებას ითხოვდა. იქვე იდგა მუქი ფერის მანქანა და ვიფიქრე, რომ თავდამსხმელი მარტო არ იყო. ამ ხმაურზე აფთიაქიდან ქალი გამოვარდა და დაჭრილი შენობაში შეიყვანა. პრაქტიკულად მან გადაარჩინა სიკვდილს.
ამ დროს დავინახე, რომ თავდმსხმელს ხელში იარაღიც ეჭირა. ძალიან ახალგაზრდები იყვნენ თადამსხმელიც და დაჭრილიც. პოლიციაში მე დავრეკე. ვიცი, რომ მათი შენობა აქედან ძალიან ახლოსაა, არადა მოსვლას 15 წუთი მოუნდნენ. ძალიან დააგვიანეს, ამ დროს უკვე ყველა გაქცეული იყო.
შეგახსენებთ, რომ კრიმინალური გარჩევა გუშინ ღამით მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, გომელაურის უწყებას გუშინ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებია, თუმცა ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ამოიღეს და დიდი ალბათობით დაადგინეს კიდეც თავდამსხმელთა ვინაობა.