ქურდოვანიძე FARA-ზე: დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურს, შეიძლება მეილები უკონტროლონ

03.04.25 13:43
ქურდოვანიძე FARA-ზე: დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურს, შეიძლება მეილები უკონტროლონ

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე" ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული FARA-ს კანონის შესახებ დეტალებს ასაჯაროებს - ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "უცხოური პრინციპალის აგენტად" დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ.

მესამე სექტორის წარმომადგენლის განმარტებით, მეილებზე კონტროლს იმ შემთხვევაში მოახდენენ, თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია.

"ეს ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი უნდა გაეგზავნოს რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად" - წერს ნონა ქურდოვანიძე საკუთარ Facebook გვერდზე. 

აი, რა კანონი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. FARA-ს სახით: "საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს." ანუ დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ, თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია. ეს ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი უნდა გაეგზავნოს რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად". - წერს ქურდოვანიძე. 

მსგავსი სიახლეები