გიორგი ჩიტაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
გიორგი ჩიტაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - 28 წლის ახალგაზრდა დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს, ღამით ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, სიარული უჭირს და დაკარგული აქვს მხედველობაც.
ახლობლების თქმით, გიორგი ჩიტაძეს საქართველოში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, თუმცა თურქეთში განუცხადეს, რომ კუნთების სისუსტე აღენიშნება, რის გამოც მუდმივად მედიკამენტების მიღებას, გადასხმებს, რეაბილიტაციას და მოვლის საშუალებებს საჭიროებს, როგორიც არის სტომები, ფილტრები, სანაციის მილები, გადამყვანები და ა.შ.. ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ: საქართველოს ბანკი GE79BG0000000648521600
თიბისი ბანკი GE90TB7407245061100049. მიმღები ეკატერინე ჩიტაძე, გიორგი ჩიტაძის და.