ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე რევაზ ნადარაია

03.04.25 16:18
ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე რევაზ ნადარაია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ რევაზ ნადარაია აირჩია - ნადარაია ხვიჩა კიკალიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აქამდე მოცემულ თანამდებობას იკავებდა. 

  • ნადარაია 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში.
  • 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  • 2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
  • 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  • 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.
  • 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
  • 2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
  • 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
  • 2019 წლის ოქტომბრიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი.
  • 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ.

მსგავსი სიახლეები