"ბიუ ბიუ": ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ ფიქსირდება

03.04.25 17:50
"ბიუ ბიუ": ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ ფიქსირდება

სკინტლის სკანდალის ფონზე, "ბიუ ბიუ" განცხადებას ავრცელებს - კომპანია წერს, რომ მათ პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ ფიქსირდება.

"ბიუ ბიუ" განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ წერილს ურთავს თან, სადაც ნათქვამია, რომ 2018 წელს ანტიბიოტიკ "ტეტრაციკლინზე" საწარმოდან გამოიკვლიეს ერთი ნიმუში, ხოლო 2019 წელს 4 ნიმუში, დარღვევა კი არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. 

"ბიუ ბიუ" განმარტავს იმასაც, რომ ქათმის ნაკელისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად.

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა ნათელი მოვფინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველას გვაღელვებს. ჩვენი ვალია, მკაფიოდ და ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი გაჩენილ კითხვებს.

2013 წლიდან, წარმოების პირველი დღიდან, ჩვენი ქათამი თავისუფალია ყველა სახის ჰორმონული დანამატისა და სტეროიდისგან. მეტიც, საქართველოში არც ერთი მეფრინველეობა არ იყენებს ჰორმონებს. ამას საქართველოს კანონდებლობაც ითვალისწინებს.

რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, პროდუქცია პერიოდულად მოწმდება ანტიბიოტიკების კვალზე სეს-ის მიერ და სრულიად სუფთაა. ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი “ტეტრაციკლინი” არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით.

რაც შეეხება ქათმის ნაკელს - მისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად,  მ ც ე ნ ა რ ე ე ბ ი ს თ ვ ი ს ! დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები