მშობლები შვილების გადასარჩენად - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მოქმედებაზე გადადიან

03.04.25 20:34
მშობლები შვილების გადასარჩენად - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მოქმედებაზე გადადიან

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ. დედები, მამები, დები, ძმები, შვილები, ცოლები უწყვეტ აქციებს იწყებენ. ივანიშვილის რეჟიმმა მათ საყვარელი ადამიანები მოწყვიტა და ისინი ოთხ კედელში შეთითხნილი ბრალდებებით გამოკეტა, ამიტომ "ოცნებამ" თავისუფლებისთვის მებრძოლების ოჯახებს ახლა სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვა. 

8 აპრილს, 22:00 საათზე დაიწყება მშობლების მიერ დაანონსებული დიდი აქცია. მთელ ღამეს ისინი პარლამენტთან გაათენებენ და 9 აპრილს გმირთა მემორიალთან მისვლის და ყვავილებით მემორიალის შემკობის შესაძლებლობას რეჟიმს არ მისცემენ, რომელიც ქვეყანას უკან, წარსულში მიათრევს და გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს.

არ არის გამორიცხული, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი უწყვეტად, დღისით და ღამითაც გადაკეტონ. 9 აპრილის ტრაგედიას 36 წლისთავს ქუჩაში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები შეხვდებიან. ამ დღეს პატიმრების გვერდით, დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილიც იდგება.

მზადება პროტესტის ღამისთვის - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები