ხმაურიანი განცხადებები საზმაუს ბორდზე - ხალხის ტელევიზია ისევ "ოცნების" იდეოლოგმა ჩაიბარა

03.04.25 20:44
ხმაურიანი განცხადებები საზმაუს ბორდზე - ხალხის ტელევიზია ისევ "ოცნების" იდეოლოგმა ჩაიბარა

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით, 6 წლით აირჩიეს. პირველი, ვინც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, თავად მაღლაფერიძე იყო.

ვასილ მაღლაფერიძის არჩევას 11-კაციანი საბჭოდან მხოლოდ სამი შეეწინააღმდეგა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს შეახსენეს, რომ საბჭო თანამშრომლებს რეპრესიებით, ანგარიშსწორებით, პროკურატურაში გამოძიების დაწყების მუქარით და დისკრედიტაციით არ უნდა იყოს დაკავებული და რომ ეს ყველაფერი მისი ხელმძღვანელობის დროს ხდებოდა.

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა მოულოდნელად დახურა. საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს სწორედ ის ჟურნალისტები, ვისაც მაღლაფერიძე და მისი კოლეგები პროკურატურაში ჩივილით დაემუქრნენ. მაღლაფერიძე გაექცა კითხვებს, რატომ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების დისკრედიტაცია და რატომ ემუქრება დაკავებით.

ვინ არის ვასილ მაღლაფერიძე? - საზმაუს ბორდის მეორე ვადით დანიშნული თავმჯდომარე "ქართული ოცნების" რიგებში წლების განმავლობაში იყო. 2021 წელს ის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი იყო. სწორედ ამის მერე გადავიდა ის საზოგადოებრივ მაუწყებელში. კრიტიკოსები თვლიან, რომ მაღლაფერიძე "ოცნების" რუპორია და დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელი.

დეტალები ვრცლად ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები