ვის ეკუთვნის სოფლის ნობათი, რომლის რძეშიც საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს
ვის ეკუთვნის სოფლის ნობათი, რომლის რძეშიც საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს - “სოფლის ნობათის“ პროდუქციას საქართველოში, ფონიჭალაში მდებარე კომპანია “ვიმ ბილ დანი“ ამზადებს, სავაჭრო ნიშანი, “სოფლის ნობათიც“ ამ კომპანიის საკუთრებაა.
"ვიმ ბილ დანი" საქართველოს 100%-ის მფლობელი კი მოსკოვში რეგისტირებული “ვიმ ბილ დან რუსეთია.“ 2021 წლიდან "ვიმ ბილ დან რუსეთის" მფლობელი კი კომპანია "პეპსიკოა".
“ვიმ ბილ დანი“ საქართველოს სავაჭრო ნიშნის სოფლის ნობათის წარმოებულ ხუთი დასახელების რძეში აღმოაჩინა სურსათის უვნებლობის სააგენტომ საშიში ნივთირება აფლატოქსინი.
შპს „ვიმ ბილ დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
კომპანიას ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია, პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.