რეჟიმი ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს გამდიდრებას - პრეზიდენტი რძის სკანდალზე
რეჟიმი დიდი და პატარა ოლიგარქების გასამდიდრებლად ყველაფერზე მიდის, - ასე შეაფასა დღეს საგანგები ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა რძის გარშემო ატეხილი სკანდალი. პრეზიდენტის თქმით, "ოცნება" გამდიდრებას ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს, სურსათის უვნებლობის სააგენტო კი უფუნქციოა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ აღნიშნული სკანდალი, შესაძლოა, ქართული პროდუქციის ჩაძირვასაც ემსახურებოდეს.
რძის სკანდალი ბევრი რამის მაჩვენებელია. ერთის მხრივ იმის, რომ ეს ოლიგარქიული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე. არაფერს უკვირდებიან და არაფერი აღელვებთ მათ. რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ადამიანი, მოქალაქე იყოს დაცული. უნდა არსებობდეს ნამდვილი, დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო, რომელიც არ გვაქვს. ეს სააგენტოც, როგორც ყველა სააგენტოები და ინსტიტუტები, მათზე დამოკიდებული და არანაირად არ ასრულებს თავის ფუნქციას. ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული დაეს გამოცნდა დღეს ძალიან ნათლად ამ სკანდალით.
ჩვენი პროდუქტი არანაირად არ არის დაცული. ამ საქმიდან გამომდინარე არის ძალიან სამწუხარო შედეგი, რომ ამით მიდის ჩაძირვა ერთ-ერთი ჩვენი პროდუქციის. თუ რომელიმე პროდუქცია არის, რომელიც არის სრულად ქართული და არა იმპორტზე დამოკიდებული, ეს სწორედ არის რძის ნაწარმის პროდუქცია. ძალიან მავნებლური სქემებია აქ და ეს ყველაფერი თაღლითობის შედეგად და იმისთვის, რომ ვიღაცეები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ხალხის ხარჯზე მოხდეს ეს, - თქვა პრეზიდენტმა.