"წულუკიანი მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია" - ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაშია
ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაშია - ამ წუთებში "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ბრალის დადგენილებას ოფიციალურად აცნობენ.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რეჟიმი ადამიანების დასაშინებლად რეპრესიებს მიმართავს.
ეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას, ამისთვის მზად ვართ და ვიღებთ გამოწვევას - ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, არანაირი ბრალდება არ არსებობს და „თეა წულუკიანის მიერ არის შეთხზული“.
"რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ამისთვის მზად ვართ, ვიღებთ ამ გამოწვევას - ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება თეა წულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია.
ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის მორიგი რეპრესიული ტალღა, რომელსაც ცხადია, უნდა ველოდოთ, როდესაც წინააღმდეგობას უწევ მშვიდობიანად რეჟიმს. რეჟიმი ცდილობს ქვეყანა ჩამოაშოროს ვექტორს, ოპონენტი გაანადგუროს მორალურად, განსხვავებული აზრი მოკლას. ასეთი რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ამისთვის მზად ვართ, ვიღებთ ამ გამოწვევას. ცხადია, რასაც ვაკვირდებით, გამოძიებასთან და სიმართლის დადგენასთან კავშირი არ აქვს. ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება თეა წულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია. ასეთი ძალა გვიპირისპირდება. ნებისმიერი გამოწვევისთვის უნდა იყოთ მზად. რეპრესია ემსახურება ადამიანების დაშინებას...
არანაირი ბრალდება არ ყოფილა. ეს არის წულუკიანი შეთხზული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არსებობს სასამართლო. სასამართლოში არავისგან არანაირი სარჩელი არ მიგვიღია. ვინც ცილისწამებით დაკავდება, ყველა იქნება პასუხგაცემული. ჩვენ არავისგან ამ 18 წლის განმავლობაში, არ მიგვიღია არც სასამართლო განაცხადი, არც სარჩელი. არ არსებობს საფუძველი, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.