სანამ წულუკიანი და საბჭოთა "ტროიკის" მსგავსი კომისია წარსდგება დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე, მივმართავთ სტრასბურგს - "ძლიერი საქართველო"

04.04.25 14:32
სანამ წულუკიანი და საბჭოთა "ტროიკის" მსგავსი კომისია წარსდგება დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე, მივმართავთ სტრასბურგს - "ძლიერი საქართველო"

სანამ თეა წულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა “ტროიკის” მსგავსი კომისია წარსდგება დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეჟიმის რეალური ზრახვები - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პროკურატურასთან პარტიის გენერლაურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ წაიკითხა.  

"ძლიერი საქართველოს" განცხადებით, წულუკიანის წინა ხელისუფლების შემსწავლელი ე.წ. კომისია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერების დევნას ისახავს მიზნად და ეს გამოჩნდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმის წარმოებით. 

ე.წ კომისიაზე გაჟღერებული თითოეული ე.წ. “ბრალდება”, გარდა იმისა რომ საფუძველს მოკლებულია, ამავდროულად არის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი სასამართლო სისტემის კრახის თვითდადასტურებაც - წერია განცხადებაში. 

არალეგიტიმურ პარლამენტში შეკრებილმა ივანიშვილის სადამსჯელო რუსულმა კომისიამ, მიმდინარე სხდომებსა და პროპაგანდისტული მედიების ეთერებში მისი წევრების განცხადებებმა ღიად დაადასტურა, რომ ე.წ. კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა,  დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ:
 
·   პოლიტიკური ანგარიშსწორება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება.

·      საქართველოს რეალურ, პროდასავლურ  პოლიტიკურ კლასზე თავდასხმა.
 
·     რუსული რევანში და კრემლის სახელით ქართული ჯარის დისკრედიტაცია და სახელმწიფოს გასამართლება. 

 

დღეს უკვე აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, ამ ორგანოს უპირველეს დანიშნულებად და მიზნად “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერების დევნას ისახავს.
 ეს ხდება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე, როდესაც პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის ხელშია. 
ე.წ კომისიაზე გაჟღერებული თითოეული ე.წ.  “ბრალდება”, გარდა იმისა რომ საფუძველს მოკლებულია, ამავდროულად არის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი სასამართლო სისტემის კრახის თვითდადასტურებაც. წინა ხელისუფლების საქმიანობაზე თუ რაიმე კითხვა და პრეტენზია ჩნდება, ისინი მიმართული უნდა იყოს ქართული ოცნების მიერვე  უვადოდ გამწესებული მოსამართლეების მიმართ, ვინც ეს “უსამართლობა” დაუშვა.
ე.წ.  კომისიის სხდომებზე გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, თეა წულუკიანის “დამაზუსტებელი” კითხვები  და მის მიერ პროპაგანდისტულ  ეთერში გაკეთებული, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური, მუქარანარევი განცხადებები, შესაძლოა განვიხილოთ სასამართლოსთვის მითითებად. 
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ივანიშვილის მთავარი სამიზნე, რეალურად არის “ლელო-ძლიერი საქართველო”, როგორც დამოუკიდებელი, პროევროპული ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ხალხს რეალურ ალტერნატივას სთავაზობს, რაც პარტიის მზარდი რეიტინგითა და მისი რიგების გაფართოებით დასტურდება. 

 

“ლელო-ძლიერი საქართველო სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას აღნიშნული კომისიის ბოიკოტირების შესახებ და არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას არალეგიტიმური პარლამენტის წარმონაქმნის მხრიდან!
მიტაცებული ხელისუფლების ქართველი ხალხისათვის დაბრუნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს, მანამდე კი, სანქცირებული მურუსიძის სასამართლოს პირობებშიც კი, არ ვაპირებთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე დავტოვოთ  კომისიაზე და პროპაგანისტულ მედიაში გაჟღერებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები! 
სანამ თეა წულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა “ტროიკის” მსგავსი კომისია წარსდგება დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეჟიმის რეალური ზრახვები", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები