ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 სინდისის პატიმრის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია - მესამე სექტორი

04.04.25 16:40
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 სინდისის პატიმრის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია - მესამე სექტორი

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 სინდისის პატიმრის საქმე - არასამთავრობოები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, სადაც დაკავებული პირების მიმართ ბრალეულობის აბსურდულობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ საქმე ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობის განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი, რომელიც გასცემდა დავალებებს

ე.წ „ჯგუფური ძალადობის“ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე პროტესტის 11 მონაწილის წინააღმდეგ

საქმეში ბრალდებულები არიან: 
ანდრო ჭიჭინაძე
ჯანო არჩაია 
რუსლან სივაკოვი 
ლუკა ჯაბუა 
გურამ მირცხულავა
ონისე ცხადაძე
ვალერი თეთრაშვილი
გიორგი ტერიშვილი
ირაკლი ქერაშვილი
რევაზ კიკნაძე 
სერგეი კუხარჩუკი

ყველა მათგანს პროკურატურა ბრალს დებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6 წლამდე.

ამას წინათ, საზოგადოებას უკვე მოვახსენეთ ჩვენი შეფასებები პროტესტის 8 მონაწილის  - ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის,  გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურის მტკიცებით, ეს საქმე სწორედ „ცეცხლაძის და სხვების საქმესთან“ არის დაკავშირებული, თუმცა, ტექნიკურად ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე ჩვენ მივედით შემდეგ დასკვნებამდე:


1.    სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას;
2.    საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები - ვიდეო და ფოტო მასალა მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ან, თუნდაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი; დაუშვებელი მტკიცებულებაა ასევე სხვა, შესაძლოა, თავისთავად კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს;
3.    არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის - წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს;
4.    საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
5.    თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების - განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ;
6.    ეს საქმე მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე წამოიწყო. იგი ეფუძნება მმართველი პარტიის მიერვე შექმნილ მითს, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები, აჯანყების მოწყობის მიზნით, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას აპირებდნენ. თავდაპირველად, ხელისუფლების მიერ მართულმა ტელეკომპანიებმა აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, ხოლო შემდგომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, ამ ლეგენდის მეტი დამაჯერებლობისთვის, უკანონოდ დააკავეს საქმეში ფიგურანტი პირები. აღნიშნული სქემის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ პროპაგანდისტული არხები, სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო. ცხადია, ამ სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების დავალების გარეშე.
ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის მთავარ მტკიცებულებებად გამოყენებულია ვიდეო მასალები, რომელთა მოპოვების კანონიერება არ მტკიცდება, და დადგენილი არ არის მათი ავთენტურობა. შესაბამისად, ყველა ეს მასალა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდობა. ბრალდებულების მამხილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის.

 

საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება - არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულდებდნენ, რომ მათ გაცნოებიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ. მეტიც, ერთი გამონაკლისის გარდა ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ. 

აქედან გამომდინარე, არ არსებობს სსკ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - „ჯგუფური ძალადობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი - ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით, საერთო განზრახვით, ორგანიზებულად ჩადიოდა დანაშაულს.
 

საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამის გამო ბრალდებულებს ვერ შეერაცხებათ ვერც საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელებისთვის და ვერც დაზარალებული უწყებების ქონებისთვის მიყენებული ზიანი.

კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში, პოლიციელების მიმართ მიყენებული ზიანის რომელიმე ბრალდებულისთვის შერაცხვა თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან დაზარალებული პოლიციელის მიერ აღწერილი ზიანის მიყენების დრო, ადგილი და გარემოებები არ ემთხვევა ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ადგილს და გარემოებებს.

იგივე ეხება ვითომდაც მიყენებულ ქონებრივ ზიანსაც, რომლის მოცულობა ჯამში, ბრალდების მხარის მტკიცებით, 1.8 მილიონი ლარია. ყველა შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ვითომდაც დაზიანებული ქონება ასობით მეტრით, უმეტესად კი კილომეტრობით მოშორებულ ადგილებში (მაგალითად, დედა ენის ბაღში, კოსტავას გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, პარკ “მზიურში” და ა.შ.) იყო განთავსებული. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ დააზიანეს ეს ქონება ბრალდებულებმა, რომლებიც, პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულს პარლამენტის მიმდებარედ ჩადიოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებულების წინააღმდეგ შეკერილი საქმეების მონაწილეები:

მოსამართლეები
1.    თეონა ეპიტაშვილი
2.    არსენ კალატოზიშვილი
3.    ნანა შამათავა
4.    თამარ მჭედლიშვილი
5.    ლელა მარიდაშვილი
6.    თამარ მახარობლიძე
7.    გიორგი მიროტაძე
8.    ქეთევან ჯაჭვაძე
9.    დავით მამისეიშვილი
პროკურორები
1.    შმაგი გობეჯიშვილი
2.    ნუგზარ ჭიტაძე
3.    ვაჟა თოდუა
4.    ვახტანგ ცალუღელაშვილი
5.    გიორგი მუკბანიანი
6.    ირაკლი ყვავაძე
7.    როინ ხინთიბიძე
8.    გიორგი ნიშნიანიძე
9.    თამარ ბეჟუაშვილი
10.    ანი ხახანაშვილი
შსს-ს თანამშრომლები
1.    არსენ ხუნაშვილი
2.    დავით ქებურია
3.    დავით ქურდოვანიძე
4.    გიორგი ჯიქია
5.    მალხაზ შაშვიაშვილი
6.    ლევან ბასილაძე
7.    გიორგი მაჭარაშვილი
8.    დავით ქიტიაშვილი
9.    კონსტანტინე კერესელიძე
10.    იოსებ სიგუა
11.    ზვიად გოშაძე
12.    ეკა ზაალიშვილი
13.    ვანო გავაშელიშვილი
14.    ზვიად გობაძე
15.    გრიგოლ კაჭკაჭიშვილი
16.    ირაკლი გახარია
17.    ბაქარ ლებანიძე
18.    გიორგი ჩხეიძე
19.    ალექსანდრე კენჭაძე
20.    ალექსანდრე გაფრინდაშვილი
21.    ლევან ნიჟარაძე
22.    თორნიკე ჯაფარიძე
23.    გიორგი ქურდაძე
24.    ლაშა ბერიძე
25.    დავით კიკნაძე
26.    ქეთევან კოვზიაშვილი
27.    ლუკა ჯორჯიკია
28.    გიორგი მაჩიტიძე
29.    გიორგი ჯიქია
30.    გოჩა ნემსაძე

 

მსგავსი სიახლეები