ხმაური ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე - მაღაროელების პრობლემები ადგილობრივმა მთავრობამ ყურად არ იღო
ხმაური ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე - მაღაროელები დახმარებას ითხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საკუთარი მოთხოვნებით მივიდნენ. გაფიცული მაღაროელები ითხოვენ, სახელმწიფომ გაუუქმოს "ჯორჯიან მანგანეზს" ხელშეკრულება და ის სხვა კომპანიით ჩაანაცვლოს.
მაღაროელები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უსამსახუროდ დარჩენილ მოქალაქეებს ზარალი აუნაზღაუროს.
გაფიცული მუშების მოთხოვნებმა ქალაქის მერი განარისხა და საბოლოოდ, მან სხდომა ჩაშალა.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაღაროელების მოთხოვნები ყურად არ იღო, გაფიცულმა მუშებმა ერთი მოთხოვნა დააყენეს. სთხოვეს ადგილობრივ მთავრობას, უშუამდგომლოს, რათა ჭიათირაში ცენტრალური ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მიანც ჩაიყვანონ, რომელთანაც საკუთარ პრობლემებე გაესაუბრებიან.
როდესაც ამხელა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, 35 დღეა ვითხოვდით ელემენტალურ ყურადღებას და ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვინდოდა, გაგვეზიარებინა, არავინ ჩვენი სიტყვა არ შეისმინა და ამავდროულად, ცოტა შეურაცხმყოფელი განცხადებებიც გაკეთდა ჩვენს მიმართ. ამიტომ დავაყენეთ ერთადერთი მოთხოვნა, რომ შეგვხვდეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი და მოუსმინოს მაღაროელებს და შეწყვიტონ პეტრიაშვილთან ჩვენზე რაიმე კომუნიკაცია, - ამბობს გაფიცული მუშა.
მაღაროელები უკვე 36 დღეა ვერ მუშაობენ. რამდენიმე მათგანი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ახლა მაღაროელები გეგმავენ, ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან ჩავიდნენ და ოლიგარქს 2012 წელს გაცემული დაპირებები შეახსენონ.