აჭარის პოლიციის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დანიშნა

04.04.25 17:22
აჭარის პოლიციის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დანიშნა

აჭარის პოლიციის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დანიშნა.

გიორგი ბუხრაშვილი წინა ხელისუფლების დროს პოლიციის ერთ-ერთი სპიკერი იყო და გიორგი ბუხრაშვილი წინა ხელისუფლების დროს  ვანო მერაბიშვილის რჩეული პოლიციელების სიაში ირიცხებოდა. 2021 წლის 1 ოქტომბერს ბუხრაშვილი ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაციაში.

წყარო "პირველებს" უყვება რომ ბუხრაშვილის ერთ-ერთი მფარველი სისტემაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეა.

აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე, ბუხრაშვილი სამცხე ჯავახეთის პოლიციას ხელმძღვანელობდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას ბუხრაშვილამდე გრიგოლ ბესელია იკავებდა. 

მსგავსი სიახლეები