მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რძის ამ ერთ პარტიაში იყო პრობლემა, თუ მანამდეც არსებობდა? - მედიკოსები

ინფექციონისტებს აინტერესებთ, "სოფლის ნობათის" რძის მხოლოდ ერთ პარტიაში აღმოჩნდა საშიში ნივთიერება აფლატოქსინი, თუ მანამდეც არსებობდა? - ექიმები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურებისგან დასაბუთებული დასკვნის დადებას ითხოვენ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ხანგრძლივობა და ინტენსივობა. ამ ერთ პარტიაში იყო პრობლემა, თუ მანამდეც არსებობდა მსგავსი პრობლემა. მკაფიო პასუხები თუ გვექნება, უფრო სწორად შევაფასებთ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, უნდა დაიდოს დასაბუთებული დასკვნა ამასთან დაკავშირებით." - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. (ინფექციონისტი)
მედიკოსები პასუხისმგებლობას სახელწმიფოს აკისრებენ და ამბობენ, რომ აფლატოქსინის აღმოჩენა გასაყიდად გამზადებულ რძის ნაწარმში ნიშნავს იმას, რომ არ არის დაცული შესაბამისი სტანდარტი.
შესასწავლია, რით კვებავენ ამ ძროხებს. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სახელმწიფოს მოვალეობა და არა კომპანიის. ეს არის ამოსავალი წერტილი. ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფომ აღიარა თავისი უსუსურობა. აფლატოქსინის აღმოჩენა გასაყიდად გამზადებულ რძის ნაწარმში ნიშნავს იმას, რომ არ არის დაცული ის სტანდარტი, რა სტანდარტსაც უნდა იცავდნენ." - განაცხადა მედიკოსი.