რძის სკანდალი და პანიკა ქვეყანაში - ვინ არის პასუხისმგებელი?
როგორ აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში რძე დახლებზე თუ კომპანია ყველა წესს იცავდა და მიღებულ რძეს ლაბორატორიულად ამოწმებდა? ახლა ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებიდან გააქვთ საბავშვო და რჩეული რძის ის პარტია, სადაც აფლატოქსინის ზღვარზე მაღალი დონე იყო. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამ დრომდე არ ამბობენ, რამდენად გადააჭარბა აფლატოქსინის ოდენობამ ზღვარს.
ერთი პარტია შემოწმდა და მასში აფლასტოქსინის საშიში ოდენობა აღმოჩნდა, მაგრამ რა გარანტია არსებობს, რომ აქამდე რძეში იგივე საშიში ნივთიერება არ იყო? ეს არის კითხვა, რომელიც ახლა ინფექციონისტებს აქვთ. შესასწავლია მთლიანად ჯაჭვი - როგორ მოწმდებდა მიღებული რძე ჯერ კომპანიაში და შემდეგ სახელმწიფოს მიერ. "სოფლის ნობათში" ამტკიცებენ, რომ საფრთხეს მხოლოდ აზერბაიჯანიდან შემოტანილი რძის მცირე რაოდენობა წარმოადგენდა.
"სოფლის ნობათი", რომლის სახელითაც რძის პროდუქტები იყიდება მაღაზიებში, ეკუთნის კომპანია "ვიმ ბილ დან საქართველოს", მისი მფლობელი კი რუსული კომპანია "ვიმბილადან რუსეთი, ვიმბილდანის მფლობელი პეპსიკო კორპორაციაა. სწორედ "სოფლის ნობათის" უკვე გასაყიდად გამოტანილ რძეში აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული დარღვევა და ბაზრიდან სასწრაფოდ გატანა მოსთხოვა.
აფლატოქსინი აღმოჩნდა საბავშვო რძეშიც. ამ ტოქსინის ხანგრძლივი ან დიდი დოზით მოხვედრა ორგანიზმში განვითარების შეფერხებას იწვევს, ყველაზე მძიმე შემთხვევებში კი ღვიძლის დაავადებებსა და კიბოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.