პროტესტის 36 დღე - გაფიცული მაღაროელები სახელმწიფო უწყებებს შველას უშედეგოდ სთხოვენ

04.04.25 20:42
პროტესტის 36 დღე - გაფიცული მაღაროელები სახელმწიფო უწყებებს შველას უშედეგოდ სთხოვენ

ჭიათურის საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე ლუკმა პურის გარეშე დარჩენილ მაღაროელებს დაუპირისპირდნენ. "ჯორჯიან მანგანეზის" გათავისუფლებული თანამშრომლები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს იმ იმედით შეხვდნენ, რომ მათ გასაჭირს მოისმენდნენ და გაიზიარებდნენ. კრიზისიდან გამოსასვლელი საკუთარი გეგმით მისულ მოშიმშილე მშრომელებს ჯერ სხდომაზე უყვირეს, შემდეგ შენობა დაატოვებინეს. ხმაურიანი სხდომა რომ არ გაშუქებულიყო, არ დაუშვეს არც ჟურნალისტები. 

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი 36 დღეა გრძელდება. ორმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად შიმშილობაც დაიწყო. ადგილობრივი მუშახელი კომპანიის მიერ 4 ათასამდე თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებს და კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს. "ჯორჯიან მანგანეზმა" აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, დარიგდეს 3 თვის სახელფასო დავალიანება, მოწესრიგდეს საბანკო კრედიტების პრობლემები და შეიქმნას ამ კრიზისის დასაძლევად სამმხრივი კომისია.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები